სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსების წესს ამკვიდრებს.
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:07, 27 Jan, 2017     1912

კანონში შესული ცვლილების თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში განთავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ელექტრონული კითხვარი, რომლიც გენერირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმების შემუშავებას წინ უძღოდა შემსყიდველი ორგანიზაციების წამომადგენლებთან გამართული არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, რომლებზეც, გამოთქმული შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით, სააგენტო სრულყოფდა სატესტო რეჟიმში შემუშავებულ მოდულს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა მინიმუმამდე ამცირებს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მექანიკური შეცდომების დაშვების რისკს, რამდენადაც ელექტრონული მოდული ეფუძნება კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ რეგულაციებს. შესაბამისად, ამ რეგულაციების გათვალისწინებით, სისტემა ავტომატურად ხსნის კითხვარის სათანადო ველს, რომელიც უნდა შეავსოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ (მაგალითად, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეეძლება, დასაბუთების გარეშე მოითხოვოს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა). ამასთან, სისტემა არ მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას ტენდერის გამოცხადების საშუალებას, თუკი არ იქნება შევსებული ყველა სავალდებულო ველი. ხაზგასასმელია ისიც, რომ კითხვარი მოთხოვნების ჩამოყალიბებისას შემსყიდველ ორგანიზაციებს ახსენებს სააგენტოს რეკომენდაციებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მაგალითად, ანგარიშსწორების ვადები). საგულისხმოა, რომ, პირველ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში ელექტრონულად განთავსდება მხოლოდ SPA და NAT („აუქციონის გარეშე“) ტენდერების შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ასევე იქნა შეტანილი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში, შეეხება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პრეტენდენტებისათვის ტენდერში რეკვიზიტების წარმოდგენის მოთხოვნას. დღესდღეობით ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც პრეტენდენტები ტენდერში განზრახ ან უნებლიეთ წარადგენდნენ მხოლოდ რეკვიზიტებს, რაც შემდგომი დაზუსტების მექანიზმის გამოყენებით იწვევდა შესყიდვის პროცედურების გაჭიანურებას. ახალი წესით დადგინდა, რომ პრეტენდენტი ტენდერში აღარ წარადგენს რეკვიზიტების სახით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ისედაც ასახულია სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში. აღნიშნული ცვლილება დაზოგავს ტენდერის ჩატარების დროს, რამდენადაც შემცირდება შეცდომების დაშვებისა და, შესაბამისად, შესყიდვის პროცედურების გაჭიანურების შემთხვევები. ბრძანება ამოქმედდება 2017 წლის 1 თებერვლიდან.


წყარო "ბანკები და ფინანსები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42