სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცის მწარმოებლებს ახალი რეგულაციები გააცნეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:57, 27 Jan, 2017     1404
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ და ახალი რეგულაციები გააცნეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესოპერატორები. მათ დაურიგდათ ეტიკეტის ნიმუშები, რომელთა დამზადება უმარტივესად არის შესაძლებელი და იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას დახლზე განთავსებული ხორცის და ხორცპროდუქტების ვარგისიანობისა და წარმომავლობის შესახებ.

„ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის პრიორიტეტულია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდა. ამასთან, ჩვენ, როგორც მაკონტროლებელი, ვალდებული ვართ, ბიზნესოპერატორებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ. საქართველოს მოქალაქეების დაცვა მავნე სურსათისაგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორების ინფორმირების მიზნით შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42