ირანელი მსახიობი ტრამპის მიერ ვიზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოსკარს ბოიკოტს უცხადებს
მსოფლიო - 12:38, 27 Jan, 2017     4549
ირანელი მსახიობი თარანე ალიდუსტი, რომელიც ოსკარზე ნომინირებულ ფილმში ქალის მთავარ როლს ასრულებს, ოსკარის დაჯილდოებას ბოიკოტს უცხადებს და პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.


ბოიკოტის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვიზებზე მიღებული შეზღუდვები დაასახელა.

„ტრამპის მიერ ირანის მოქალაქეებისთვის ვიზის აკრძალვა - რასისტულია. მიუხედავად იმისა, იქნება ეს კულტურული ღონისძიება თუ არა, პროტესტის ნიშნად კინოაკადემიის 2017 წლის დაჯილდოებას მე არ დავესწრები” - წერს მსახიობი თვითერზე.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ტრამპი სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე განკარგულებას გასცემს

ცნობილი ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ფილმი „გაყიდვების აგენტი“ (The Salesman), რომელშიც თარანე მთავარ როლს ასრულებს, საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ფარჰადიმ ოსკარი 2012 წელს ფილმისთვის A Separation აიღო.

ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

წელს, ოსკარის დაჯილოდებას ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42