ლევან დავითაშვილი მაღალტექნოლოგიური საწარმოს „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:44, 27 Jan, 2017     1790
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კასპში მაღალტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ საწარმოში „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებითაა აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები იწარმოება.

„ორგანული სასუქების მწარმოებელი ახალი კომპანია „ჯეოფერტი“ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება მდგრად პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აგრარული წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ორგანულ წარმოებას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სასიხარულოა, რომ ეს შეიძლება ქართულ სასუქებზე, ქართულ საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებით მოხდეს. ამ კუთხით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შპს „ჯეოფერტის“ კომერციული დირექტორის, დავით კუპრავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც პროდუქციაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნა ადასტურებს.

„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, ყაზახეთში, ბულგარეთში. მოლაპარაკების პროცესი გვაქვს კიდევ არაერთ ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, 1500 ტონაზე მეტი სასუქი უკვე რეალიზებულია და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.

საწარმოშო დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 65 ადგილობრივია. კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ დამატებით 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საწარმოში ლევან დავითაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42