ილია მეორე: "დღეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის“
საზოგადოება - 16:16, 26 May, 2013     720

"დღეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ ეროვნულ დღესასწაულს – ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მთელს საქართველოს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველას გილოცავთ ამ დიდი ეროვნულ დღესასწაულს", – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძნელად მიდის პროგრესისკენ, მისი წინსვლა გარდაუვალია.


პატრიარქმა კორფუს მიტროპოლიტის მიერ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის დიდი ბედნიერებაა, როგორც "ნიშანი ქვეყნის წინსვლისა და წმინდანის დიდი დახმარებისა".


"ღვთის განგებით და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა-კურთხევით ჩემი ინტრონიზაცია შედგა იმ დღესასწაულზე, როდესაც ჩვენ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს ვზეიმობთ – 25 დეკემბერი, 1977 წელი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ წმინდა სპირიდონი იქნებოდა საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი და წინამძღვარი", - ბრძანა პატრიარქმა.


ილია მეორემ ქართველი ერის სახელით მადლობა გადაუხადა კორფუს მიტროპოლიტ ნექტარიოსსა და კორფუს მერს და მართლმადიდებლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ისინი საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა საქართველოს პატრიარქს მრავალი წელი სიცოცხლე და საქართველოს ეკლესიის სადარაჯოზე მყარად დგომა უსურვა და უსახსოვრა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, ასევე, მისი წიგნები და ფოტოების კრებული წმინდანის ცხოვრების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42