ბლუმბერგმა საქართველო ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა. აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ ექსპერტი დავით წიქარიძე აფასებს. ექსპერტის თქმით, ბლიმბერგის კვლევას ინვესტორები გაითვალისწინებენ და ისინი საქართველოში ფულს აღარ დააბანდებენ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს:
„საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება, ბლუმბერგი არის შემფასებელი. ამას წაიკითხავს ინვესტორი და აღარ შემოიტანს ინვესტიციებს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც რატომღაც მოინდომებდნენ საქართველოში ფულის დაბანდებას, თავს შეიკავებენ ამის გაკეთებისგან. ამაში კარგი არაფერი არ არის.
ლარის გაუფასურება არის მეორადი და მესამედი. მარი იმიტომ კი არ უფასურდება, რომ ლარის პრობლემაა, უფასურდება გარემოცვის, ეკონომიკური სიტუაციისა და პერსპექტივების გამო. ლარის გაუფასურება-არგაუფასურება იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენადაც მომავალი, რა პერსპექტივები გველოდება. ბლუმბერგის შეფასება იმდენად სერიოზული საქმეა, ეს არის საქართველოს განვითარების გაჩერება“, - აღნიშნავს დავით წიქარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






