ყოფილი პოლიციელები, რომლებიც პროკურატურას ადანაშაულებდნენ, დააკავეს
სამართალი - 00:16, 26 May, 2013     1779

 


პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულნი არიან შსს-ს ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

"მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან შსს-ის ყოფილი თანამშრომლები".

 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

 

მისივე განმარტებით, დაკავებული პირების დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღეა, ყოფილი სამართალდამცავები პროკურატურასთან ბრიფინგს მართავდნენ. ყოფილი სამართალდამცავები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პროკურატურაში აიძულებდნენ, თამაზ თამაზაშვილის საქმეში თავი დამნაშავედ ცნონ.

 

ერთერთმა მათგანმა გრიგოლ კვინიკაძემ, გუშინ განაცხადა: "მთავარი პროკურატურიდან დაგვიკავშირდნენ ჩვენს კუთვნილ მობილურ ტელეფონებზე. 10–12 თანამშრომელს, რომლებიც 2011 წლის ოქტომბრის თვეში იღებდნენ მონაწილეობას თამაზ თამაზაშვილის დაკავების ღონისძიებაში. პროკურატურა გველაპარაკა ულტიმატუმის სახით, რომ თუ რომელიმე ჩვენთაგანი ან აიღებდა საკუთარ თავზე არარსებულ დანაშაულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დააკავებდნენ."

 

ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ საგამოძიებო ორგანოში იბარებენ და არარსებული ფაქტის აღიარებას სთხოვენ.

 

მათი გუშინდელი განცხადებით, პროკურატურამ 24 საათი მისცა, რათა 12–დან რომელიმეს საკუთარ თავზე აეღო და ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაჭერით დაემუქრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42