"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დაკავებულები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, ზაზა ჭაია, 25-ე 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მესამე ნაწილის 25-ე 369-ე პრიმამუხლის მეორე ნაწილით, გრიგოლ კვინიკაძე და ვლადიმერ გამრეკლიშვილი, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის პირველი პრიმამუხლის მეორე ნაწილით და გივი კრავჩენკო, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტიკეცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი, თამაზ თამაზაშვილი.
დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხსენებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






