ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:55, 25 Jan, 2017     1612
ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან დაახლოების მიზანს მოემსახურება.

„დღეს ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, თავისი უძველესი ისტორიით, კულტურით, უმდიდრესი ტრადიციებით, დაუახლოვდეს თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ოჯახს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მრავალფეროვან, მდიდარ ევროპულ კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ოფიციალურ თანხმობას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში ინტეგრირების პროცესის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წარმატებით ხორციელდება ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმა და ყველა რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში ახორციელებს, უპირველეს ყოვლისა, ხალხის კეთილდღეობას ემსახურება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის უდიდეს დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში - როგორც ექსპერტული, ისე ფინანსური კუთხით. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითია პროექტი - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა“ და მთავრობისა და ხალხის სახელით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა.

„მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება ანტიდასავლური პროპაგანდა, ჩვენმა ხალხმა მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აქტიური ჩართულობა საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში. ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყვნენ ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს ასოცირების შესახებ შეთანხმებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტმა და, საბოლოოდ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციამ. მთელი ჩვენი ისტორია თავისუფლებისკენ სწრაფვის ისტორიაა. ახლა ჩვენ ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც საუკუნეების წინ დაისახეს ჩვენმა წინაპრებმა და რომლისკენაც ისწრაფვის ჩვენი მომავალი თაობა. დიდ ევროპულ ოჯახში ცხოვრება იქნება წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ევროპელ მეგობრებს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის მხოლოდ და მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ვექტორი არ არის.

„ეს ვექტორი განაპირობებს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს, მის სტრუქტურას, მიმართულებას. ეს სტრატეგია ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და იმ ფასეულობების რეალიზაციას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლითაც ჩვენი ერი ისტორიულად გამოირჩეოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს ეკლესიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42