რუსეთმა სირიის საკითხზე ახალი კონსტიტუციის პროექტი მოამზადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი შესასწავლად სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას გადაეცა.
23-24 იანვარს, ასტანაში სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა.
აშარ ალ-ასადის ხელისუფლების წარმომადგენლევი და სირიის შეიარაღებული ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან პირველად დასხდნენ. მოლაპარაკებებში, რომელიც მოსკოვისა და ანკარას ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის, თურქეთის და ირანის დელეგაციები, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხზე სტაფან დე მისტურა და ყაზახეთში აშშ-ის ელჩი.
უკვე დაანონსებულია მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც ასევე ასტანაში შედგება, თუმცა ცნობილია ისიც, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებების გაგრძელებას ჟენევაში მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






