„ამ პროგრამის შედეგად ხალხს აქვს არჩევანი, თუ მათი შემოსავალი ლარშია მათი გადახდები გახდეს პროგნოზირებადი, რომ ის მოწყვლადობა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სდევდეს ლარის კურსის გაუფასურებას, იყოს აღმოფხვრილი. იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგებს მოგვიტანს ეს პროცესი, ამის რაოდენობრივი მაჩვენებლის მოცემა რთულია. მაგრამ გარკვეულწილად ის მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობოდა იმ შემთხვევაში თუ სესხების გადახდა დოლარში გაგრძელდებოდა, რა თქმა უნდა მოაკლდება ბაზარს. რაც შეეხება იმ საკითხს რამდენად მართებულია ამმისთვის ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება, ვფიქრობ რომ ეს არის მართებული და შესაძლებელი. რამდენით შემცირდება და როგორ იქნება ჯერ ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წავა პროცესი და რამდენი სესხი გალარდება“- განაცხადა კობა გვენეტაძემ
მასალის გამოყენების პირობები






