40 წლის ასაკში ადამიანს სულ სხვა პასუხისმგებლობები აკისრია და მისი სამომავლო გეგმებიც განსხვავდება უმცროსი ადამიანების გეგმებისგან. ეს ეხება როგორც პირად ასევე ფინანსურ სფეროსაც.
საკუთარი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, vivus.ge-ს ბლოგი დღეს გიამბობთ, იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინოს და როგორ უნდა მოიქცეს 40 წელს გადაცილებული ადამიანი საკუთარი ფინანსური ცხოვრების სწორად წარმართვისთვის.
სანამ ექსპერტების მიერ, ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულ რჩევებს გაგაცნობთ, გეტყვით, vivus -ში სესხები კვლავაც ყველაზე დაბალ პროცენტსა და ყველაზე ხელსაყრელ პირობებში გაიცემა.
აქ შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე ონლაინ სესხები სწრაფად და მარტივად, სმარტფონით, პლანშეტით, კომპიუტერით ან vivus ge-ს სერვის ცენტრებში სახლიდან გაუსვლელად.
რაც შეეხება ფინანსურ რჩევებს, პირველ რიგში გირჩევთ მაღალი პროცენტის მქონე კრედიტების გადახდას.
ეს პრობლემა 50 წლამდე უნდა მოაგვაროთ, რადგან 50 წლის შემდეგ პენსიასთან ძალიან ახლოს ხართ და სჯობს თანხები საპენსიო ფონდისკენ მიმართოთ.
ჩვენს ქვეყანაში საპენსიო ფონდის ევროპული სისტემა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ ფული ბანკის დანაზოგის სახით მოაგროვოთ.
მეორე რჩევა იქნება დამატებითი შემოსავლის ძიება.
ეს რეკომენდაცია სხვა ასაკის ადამიანებზეც ვრცელდება, მაგრამ მათგან განსხვავებით თქვენ უკვე გაქვთ პროფესიული გამოცდილება, რომელიც სამსახურის შოვნას გაგიადვილებთ.
დამატებითი შემოსავალი ისევ და ისევ საპენსიო ასაკისთვის დანაზოგის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
თუ არც ბანკის ვალი გაქვთ და მაღალი ფინანსური შემოსავლის გამო არც დამატებით სამსახურს არ საჭიროებთ, მაშინ უბრალოდ გაზარდეთ დანაზოგის ყულაბაში, ყოველთვიურად ჩასაყრელი თანხის რაოდენობა.
შემდეგი რჩევა იქნება სახლისა და ბინის გარემონტება.
სიბერის წლების კომფორტულად გასატარებლად, კარგი იქნება თქვენი საცხოვრებლის წინასწარ მომზადება.
პენსიაზე გასვლის შემდეგ ამისთვის არც ენერგია გექნებათ, არც ნერვები და შესაძლოა არც ფული.
სპეციალისტები ასევე გირჩევენ, მიაქციოთ ყურადღება შვილებს. ისინი უკვე არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელი ფინანსური ცოდნის მიღებისა და უნარების გამომუშავების ასაკში.
ასწავლეთ მათ ფულთან სწორი დამოკიდებულება და წინასწარ შეამზადეთ იმ პერიოდისთვის, როდესაც თქვენ პენსიაზე გახვალთ და ფინანსურად ვეღარ დაეხმარებით.
შემდეგი რჩევა გახლავთ, თქვენი საპენსიო ასაკის დაგეგმვა.
დაფიქრდით რა გსურთ რომ აკეთოთ ხანშიშესულ ასაკში. შესაძლოა თქვენი გეგმები და ოცნებები დამატებით ხარჯებს ითხოვდეს და ამისათვის დამატებითი ფულის გადადება იქნება საჭირო.
გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა ფიზუკურ ძალას არ მოითხოვს, შეგიძლიათ საპენსიო ასაკშიც განაგრძოთ მუშაობა, თუნდაც ნახევარ განაკევთზე.
და ბოლოს, აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. ეს ცხოვრების მაღალი ხარისხის გარანტიც გახლავთ და სამედიცინო ხარჯებსაც აგარიდებთ თავიდან.
მასალის გამოყენების პირობები






