კოლექციის თემა იყო სტერეოტიპები. ალბათ არ გაგიკვირდებათ, კოლექციას მოდის სამყაროში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ქართველებისთვის კი მისი კოლექცია ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. თუმცა ვერ აღმოაჩნეთ პროფესიონალ მოდელებს, რადგან დემნას პოდიუმზე არაპროფესიონალები , ძირითადად მისი მეგობრები გამოჰყავს.
გუშინდელ ჩვენებას ვოგის საერთაშორისო ჟურნალისტი, კრიტიკოსი სუზი მენქსი გამოემხაურა,
"სიმამაცეა საჭირო, რომ 'ჩვეულებრივი ადამიანები' პარიზში ოტ კუტიურზე გამოიყვანო. ფაქტია, ყველაფერი რასაც ეს ბრენდი ქმნის დაკავშირებულია ფართო სამყაროსთან. შედეგი იყო გონივრული, პერიოდულად ლამაზი და დამაინტრიგებელი. რაღაც მხრივ იყო საშიშიც, სხვა სიტყვებით: ძალიან ვეტმანი!"
ELLE-ის რედაქტორმა დაწერა, რომ „ეს იყო ჰიპერ რეალური.“
Racked წერს, რომ “ეს ყველაფერი სენსაციურია.“




































2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ძმები გვასალიებისთვის.
გავლენიანმა გამოცემა The Business of Fashion-მა დემნა გვასალია 2016 წლის ადამიანად დაასახელა .
დემნა გვასალია British Fashion Awards-ის გამარჯვებული გახდა და წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
დემნა და გურამ გვასალიებს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა. Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
2015 წლის ნოემბერში დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის პოსტი ჩაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






