შსს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს
საზოგადოება - 18:27, 25 May, 2013     435


ამ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენას მოაწყობს. შსს–ს ღონისძიებები თბილისის სამ რაიონში გაიმართება: რუსთაველის გამზირზე, გლდანისა და ვარკეთილის პარკებში.


რუსთაველის გამზირზე, "იმელი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანას გამოიყვანს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს მყვინთავების, მეხანძრეებისა და ქიმიკოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის გასართობ პარკში ბავშვებისთვის მოაწყობს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად ამ დღისთვის, პარკის გარკვეულ ტერიტორიაზე მოეწყობა იმიტირებული სამანქანო გზა საგზაო ნიშნებით, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ კვადროციკლებით და აითვისონ საგზაო მოძრაობის წესები. სწორად მოძრაობაში მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარებიან.

გლდანის პარკის გარე პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა განთავსდება, ხოლო ვარკეთილის პარკში, პოლიციის განყოფილების ავტოსადგომის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანმანქანა "კობრა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური.
ღონისძიებები ყველა ქალაქში12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება და 21:30 საათზე საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42