თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის ღონისძიებების პროგრამა გამოაქვეყნა
საზოგადოება - 17:35, 25 May, 2013     545



12:00 საათზე, სამხედრო ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ღონისძიებას დაესწრებიან:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი. ისინი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ.

ფიცის დადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა მოეწყობა.

 

12:30-დან 13:00 საათამდე, თავისუფლების მოედნიდან საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელი კოლოფები და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირზე ჩაივლის. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდება.

რაც შეეხება ქუთაისს, 12:40 საათზე, ფიცის მიღების ცერემონიალი ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. ქართული ჯარის ახალ წევრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

10:00-დან 16:00 საათამდე, ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მოეწყობა საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკი, ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, ახალციხე, საჩხერე და სენაკი.

14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია" ქართული იარაღ-საჭურველის" გამოფენას გახსნის.

14:00-15:00 საათებში, გლდანის პარკში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

16:00-17:00 საათებში, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი კონცერტს გამართავს ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42