საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას, მოდელი ქართული ბრენდის Situationist -ის სამოსში გამოჩნდა, თანაც ორჯერ.
ჰადიდს ქართული ბრენდის გრძელი ტყავუს ქურთუკი პარიზში, კენდალ ჯენერთან და „ჟივანშის“ შემოქმედებით ხელმძღვანელთან რიკარდო ტიშისთან ვახშმობისას.
მეორე დღეს კი ქართული ბრენდის მოკლე ქვედაბოლოში გამოჩნდა.

ვოგი ბრენდის ისტორიაზეც წერს და აღნიშნავს, რომ მოდის ეს ახალბედა ხაზი 2015 წელს ირაკლი რუსაძის და დავით გიორგაძის მიერ შეიქმნა. Situationist-მა 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში კაბებზე გადატანილი საქართველოს დროშა წარმოადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბელა ჰადიდი არ არის პირველი ცნობილი მოდელი, რომელსაც ქართული ბრენდის სამოსი აცვია (დოუზენ კრუზს ხშირად აცვია თამუნა ინგოროყვას კაბები), შედარებით უცნობი ბრენდის წარმოჩენა პატარა , მაგრამ აყვავებული მოდის ქვეყნიდან, მნიშვნელოვანი ნიშნაია დასავლეთ ევროპის მოდის სამყაროს გავლენისა“ - წერს ვოგი.
გამოცემა რუსაძის კომენტარსაც აქვეყნებს.
“ახალგაზრდა ბრენდებისა და ქართველი დიზაინერებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელა ამ ტანისამოსს ატარებს“- ამბობს რუსაძე.-„ბელას დახმარებით, Situationist-ი უფრო მეტ ინტერესს იწვევს.“
ვოგის სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ - Bella Hadid Puts Emerging Georgian Label Situationist On the Map
მასალის გამოყენების პირობები






