ამის შესახებ თათიას ფეისბუკ გვერდიდან გახდა ცნობილი.
Trump Model Management იგივე "T Models" აშშ-ის ამჟამინდელამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1999 წელს დააარსა. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე მელანია ტრამპი, სწორედ სააგენტოში გაიცნო, სადაც მელანია მოდელი იყო.
თათია პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე გაიარა.
მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილი იყო, 2014 წელს თათიამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო იულია სერგეენკოს ჩვენებასა და ვალენტინ იუდაშკინის შოურუმში. პარიზის შემდეგ იყო რომის მაღალი მოდის კვირეული, სადაც fashion week-ის განმავლობაში 4 ჩვენებაზე გამოვიდა.
პარიზში გადაღებები ჰქონდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, მათ შორის იყო ლაურენტ ჰუმბერტი (Laurent Humberti), რომელიც Vogue-ისა და Elle-ისთვის იღებს. გარდა ამისა, მუშაობდა სელინის ფიტ მოდელად. სწორედ, ფიტ მოდელზე იქნება და იკერება კოლექციები.
ქართული საზოგადოებისთვის თათია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული გახდა და მისმა ვიზუალურმა მონაცემებმა სოციალური ქსელები მალევე აალაპარაკა.













მასალის გამოყენების პირობები






