„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გიორგი ცერცვაძე მამაცურად იბრძოდა რუსი აგრესორების წინაარმდეგ 2008 წელს და როგორც კი ურკაინაში რუსეთის ინტერვენცია დაიწყო, ასობით ქართველი მებრძოლის მსგავსად, უკრაინაში ჩასვლა და ბრძოლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნია.
მისი თქმით, დონბასში, ცერცვაძე მონაწილეობდა მრავალ საიდუმლო ოპერაციაში, შემდეგ კი უკრაინის სპეციალური ძალების ინსტრუქტორი გახდა.
„საქართველოს მთავრობას, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, ძალიან არ უყვარს სამხედროები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, ბევრი მათგანის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პერსონალური მონაცემები გადასცეს, რამაც საშუალება მისცა რუსებს ის ცრუ ბრალდებით მკვლელობაში დაედანაშაულებინა და მასზე ძებნა გამოეცხადებინა. ეს რუსეთის ჩვეული პრაქტიკაა და უკრაინაში ყველასთვის კარგად არის ცნობილი“- წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, მოულოდნელი აღმოჩნდა, მოსკოვის მოთხოვნის საფუძველზე ცერცვაძის დაკავება უკრაინის მილიციის მიერ და მისი რუსეთში ექსტრადაციის საკითხის განხილვის დაწყება.
„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას: თავს ნუ შეირცხვენთ. არსებობს ძველი კაზაკური ტრადიცია - არ გადასცე დევნილი, მითუმეტეს მის არაკეთილმოსურნეს.
ნუთუ, ოფიციალური დასტური იმისა, რომ ცერცვაძე მონაწილეობდა საქართველო-რუსეთის ომში - არ არის საკმარისი მიზეზი იმისა, რომ ის არ გადასცეთ მტერს, სადაც პუტინის რეჟიმის მოძულე მებრძოლს ნამდვილად ემუქრება სასიკვდილო განაჩენი“ - წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლისას ათობით ქართველი მოხალისე დაიღუპა, ორი მაიდნის მოვლენებს შეეწირა.
„მათ იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ და გარისკეს. ეს პატრიოტები უკრაინაში ჩინისთვის არ ჩამოსულან, თუმცა ალბათ, არც ხელისუფლების უმადურობას ელოდნენ“ - აღნიშნავს სააკაშვილი.
„დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ, უკრაინის ხელისუფლება ზუსტად ასევე მოექცევა უკრაინელ გმირებსაც. თუკი ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას საკუთარი დამცველები, როგორმა მცველებმა უნდა დაიცვან ის ბოლომდე?
მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და ხელისუფლება დიდ სირცხვილს აარიდოს.
მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლიტვაშიც მოხდა, სადაც რუსეთის მოთხოვნით, ქართველი ოფიცერი დააკავეს. ერთ-ერთ ლიტველ ჩინოვნიკთან ჩემი ზარისა და მისი ინფორმირების შემდეგ, ოფიცერი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მივმართავ პრეზიდენტ პოროშენკოს, მიბაძოს ლიტვის ხელისუფლების მაგალითს და დარჩეს უბრალოდ ჰეტმანის ტრადიიც ერთგული" - წერს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






