"მანქანა გაჩერდა და მოხუცის დასახმარებლად დევიდ ბექჰემი გადმოვიდა" - მორიგი ემოციური ისტორია(ფოტო)
ეს საინტერესოა - 19:06, 23 Jan, 2017     53884
ცნობილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის საქველმოქედო საქმიანობაზე მედია ხშირად წერს. ხშირად წერენ ასევე 41 წლის ფეხბურთელის ჰუმანურობასა და მის თავს გადამხდარ შემთხვევითობებზე.


მორიგი ისტორია თვითერზე გავრცელდა, რომელიც დასავლურმა ტაბლოიდებმა მალევე აიტაცეს.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი თვითერზე წერს, ლონდონში, კენსინგტონის რაიონში, პიკის საათისას, ფეხით მოსიარულე მოხუცი ქალი წაიქცა და თავი დაარტყა. თვითმხილველების თქმით კი სწორედ ამ დროს მანქანით დევიდ ბექჰემმა ჩაიარა, რომელმაც გულწასული ქალბატონი დაინახა, მანქანა მაშინვე გააჩერა და ქალბატონს სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაეხმარა.

„მოხუცი ქალს ვეხმარებოდი, რომელიც ქუჩაში წაიქცა და ამ დროს მანქანა გაჩერდა ქალის დასახმარებლად. გამოიცანით ვინ იყო? დევიდ ბექჰემი. რა ჯენტლმენობაა” - წერს ქალი.

თვითის გავრცელების შემდეგ „დეილი მეილი“ ლონდონის სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.

„დაახლოებით 16:45-ზე ასაკოვანი ქალბატონი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა. დევიდ ბექჰემმა იქვე მანქანა გააჩერა და ქალს წყალი მიაწოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე იქ იყო, მათი მოსვლის შემდეგ კი მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უკვე შეეძლო წასვლა“ - განუცხადა სააგენტოს სამაშველო სამსახურის პრესმდივანმა.

მსგავსი ისტორია ადრეც გავრცელდა სოციალურ ქსელში. გასულ წელს, კეტრინ მეინარდი, რომელიც ლონდონის ველოსიპედისტების სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობს, ტროტუარზე წაქცეულ მოხუც მამაკაცს ეხმარებოდა. ამ დროს ქუჩაში დევიდ ბექჰემი გამოჩნდა.

" გარეთ ძალიან ციოდა და ვცდილობდი დაშავებული გამეთბო. ამ დროს, ახალგაზრდა კაცი დავინახე, რომელიც ძალიან ჰგავდა დევიდ ბექჰემს. ის მოგვესალმა და თავის ავტომობილში ჩაჯდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბექჰემი დაბრუნდა და ცხელი სასმელი მოგვიტანა" - განაცხადა მეინარდმა და ფეხბურთელთან გადაღებული ფოტოც ატვირთა.


განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ასევე პაპარაცულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, რომ ბექჰემი შშმ პირს ლიფტის გამოძახებაში ეხმარება:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42