რატომ არ იცავს სახელმწიფო ამ ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცს? - ,,ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა"
პოზიცია - 18:49, 23 Jan, 2017     6133
როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში? - კითხვა, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძეზის მეუღლემ გუშინ დასვა საქართველოს ხელისუფლებისა და ძალოვანების მხრიდან კვლავ უპასუხოდ რჩება.

ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია, ის ერთი კვირის წინ უკრაინაში, 15 იანვარს აიყვანეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.

მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.

ვიცე-პოლკოვნიკის დაკავებას პოლიტიკური გამოხმაურებები უკვე მოჰყვა საქართველოში. ოპოზიცია სახელმწიფო ინტერესების ღალატზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ არა თუ დაიცვა საკუთარი მებრძოლი, არამედ რუსეთს თავად გადასცა ცერცვაძის პირადი მონაცემები.

საქართველოს პარლამენტის უმცირესობა უკრაინაში დაპატიმრებულ ქართველ სამხედროს გია ცერცვაძეს თავდებში უდგება.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ქართველი ჯარისკაცის დაკავებისა და მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ერთ-ერთი ვინც ამ საქმეზე კომენტარი გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილი იყო, რომელმაც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა გაამართლა.

სკანდალური განცხადების ავტორი მიიჩბევს, რომ "არ შეიძლება აფხაზეთში ან უკრაინაში ბრძოლა იყოს ინდულგენცია".

მმართველი პარტიის წევრის განცხადება საპარლამენტო უმცირესობამ ერთგვარ აღსარებად მონათლა.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ექს მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას "კიდევ ერთ აღიარებას უწოდებს, რომლითაც დადასტურდა, რომ ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს".

"ჩემი აზრით, ქუცნაშვილის სკანდალური განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს იღებს რუსეთიდან. ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა რა მიზანს ემსახურებოდა "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება დღეს ყველაფერი ნათელია. მე როგორც ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ ქვეყანაში, ვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს, რატომ თანამშრომლობს ის ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან და რატომ აგდებს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში და რატომ არ არის ანგარიშვალდებული ის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობასთან. ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებამ, არამედ ჩვენმა არასამთავრობოებმა, ადამიანებმა, ჯარისკაცებმა სერიოზული შეფასება უნდა მისცენ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეს ეხმაურება დიპლომატი, ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი მამუკა ჟღენტი, რომელიც ქართული მხარის ქმედებას, ცერცვაძის პერსონალური მონაცემების რუსეთის მხარისთვის გადაცემაზე, გაუმართლებლად მიიჩნევს. ჟღენტი ვარაუდობს, რომ უკრაინა რუსეთში მის ექსტრადირებას არ დაუშვებს.

"ნიუპოსტი" ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლეს ტატიანა მესხს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სასამართლო ქართველ ჯარისკაცს, რომელიც აგვისტოსა და აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდა რუსეთს გადასცემს, ოკუპანტი ქვეყანა "მას თავზე ხელს არ გადაუსვამს".

მესხს აინტერესებს, რატომ გადასცა ქართულმა მხარემ რუსეთს გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.

"სასამართლო პროცესებს, მეც ველოდები, გიასთან და მის მეგობრებთან არ მისაუბრია"- უთხრა "ნიუპოსტს" ჯარისკაცის ცოლმა.

მისი თქმით, გუშინ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებების შემდეგ, ქართველი სამართალდამცავები ან ხელისუფლების წარმომადგენლები მას ან მისი ოჯახის წევრებს არც კი შეხმიანებიან.

ტატიანა მესხი კატეგორიულად გამორიცხავს, რუსეთის ბრალდებას, თითქოს ცერცვაძემ 2003 წელს რუსეთში მკვლელობა ჩაიდინა.

"ჩემი მეუღლე აფხაზეთში იბრძოდა, როგორ გგონიათ რუსეთში როგორ წავიდოდა, ის მტრად ჰყავდათ გამოცხადებული... ფაქტი სახეზეა, რომ გიას მონაცემები გადაცემულია, დაადგინოს პროკურატურამ, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გიას მონაცემები"- აღნიშნავს ტატიანა მესხი.

მისი თქმით, ცერცვაძეს მოსალოდნელი დაკავების ან ანგარიშსწორების შესახებ ოჯახში არაფერი უთქვამს. მესხს ეჭვებს უღრმავებს ის ფაქტი რატომ გაატარეს ქართველმა სამართალდამცავებმა ცერცვაძე თბილისის აეროპორტიდან უპრობლემოდ, გაფრთხილების გარეშე.

"რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, მას თავზე ხელს არავინ გადაუსვამს. ჩემს განცხადებასაც აზრი არ აქვს, ან ვის უნდა მივმართო, ამ ხელისუფლებას? ჰკითხეთ იმას, ვინც გადასცა საბუთები, აქ რატომ არ ჩაატარეს გამოძიება, გია არსად არ იმალებოდა, ყველამ იცოდა სადაც იყო, რატომ არ გააფრთხილეს აეროპორტში? ისინი ვალდებულები იყვნენ გაეფრთხილებინათ გია. ჩემმა მეუღლემ იმდენი გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ის ტყვეობიდან დაიხსნას. რატომ არ იცავს სახელმწიფო ამ ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცს?" - განმარტა დაკავებულის მეუღლემ.

ტატიანა მესხი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გააკეთებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42