საქართველოს სახელმწიფო ხაზინა 2016 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ხაზინის ანგარიშიდან ხდება ცნობილი 2016 წელს დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაგეგმილი თანხების მობილიზება ვერ მოხერხდა და წლიურად დანაკლისი 515,6 მლნ ლარია.
საქართველოს 2016 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 10 374 024.0 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 8 580 032.1 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 246 291.0 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 88 717.2 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 1 458 983.8 ათასი ლარი.
2016 წლის იანვარ-დეკემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (8 580 032.1 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (8 546 800.0 ათასი ლარი) 100.4%; – გადასახადების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 7 980 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 7 986 750.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 100.1%;
მათ შორის:
„გადასახადებმა შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3 066 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 034 072.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 99%–ია; მათ შორის: „საშემოსავლო გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 086 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 978 136.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 94.8%. „მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსულობების მოცულობამ (1 055 936.5 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (980 000.0 ათასი ლარი) 107.7%; გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 0.3 ათასი ლარი. – წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ „გადასახადებზე საქონელსა და მომსახურებაზე“ შეადგინა 4 814 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4 356 051.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 90.5%–ია; მათ შორის:
„დამატებული ღირებულების გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3 802 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 3 286 393.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 86.4%; „აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 069 658.1 ათასი ლარი, რაც გეგმის (1 012 000.0 ათასი ლარი) 105.7%–ია;
– წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ „გადასახადებზე საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) შეადგინა 75 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 70 040.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 93.4%–ია.
„სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-დეკემბერში შეადგინა 526 585.0 ათასი ლარი. სახაზინო კოდების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის პირველი იანვრიდან ყველა გადასახადის სახაზინო კოდი გაუქმდა და ამოქმედდა გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდი; შედეგად გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდგომში გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტიურად დეკლარიებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.
გრანტების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 246 800.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 296 827.0 ათასი ლარი (რაც გეგმის 120.3%–ია); მათ შორის:
– ინვესტიციური კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული გრანტები 117 611.3 ათასი ლარი;
– საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი – 97 318.2 ათასი ლარი;
– სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ინვესტიციური პროექტების გრანტები სულ 25 825.1 ათასი ლარი, რომლის ექვივალენტი უცხოური ვალუტა, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე დონორების მიერ პროექტების დასაფინანსებლად ჩარიცხული თანხიდან, დაკონვერტირდა და ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში;
– „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის #419 ბრძანების თანახმად, ბიუჯეტში ასახული საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დანიშნულების გრანტები 56 072.4 ათასი ლარი.
„სხვა შემოსავლების“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 320 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 296 454.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 92.6%. მ.შ. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა 20 351.1 ათასი ლარი, რომელიც ბიუჯეტში აისახა ზემოთ მითითებული ბრძანების შესაბამისად.
2016 წლის იანვარ-დეკემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ (246 291.0 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (225 000.0 ათასი ლარი) 109.5%;
მათ შორის:
– შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (71 300.4 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (73 000.0 ათასი ლარი) 97.7%;
– არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა (174 990.6 ათასილარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (152 000.0 ათასი ლარი) 115.1%;
მათ შორის:
მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 3 340.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 167%; რადიოსიხშირული სპექტრით ლიცენზიის სარგებლობით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 171 650.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის (150 000.0 ათასი ლარი) 114.4%.
„ფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 88 717.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (90 000.0 ათასი ლარი) 98.6%–ია. მათ შორის:
შემოსულობები სესხებიდან – 87 994.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის (90000.0 ათასი ლარი) 97.8%; აქციები და სხვა კაპიტალი - 718.5 ათასი ლარი; სხვა დებიტორული დავალიანების სახით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩაირიცხა – 4.4 ათასი ლარი.
„ვალდებულებების ზრდით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 1 458 983.8 ათასი ლარი (რაც გეგმის – 1 456 150.0 ათასი ლარის 100.2%–ია);
მათ შორის:
– საშინაო ვალდებულებების ზრდით (შემოსულობები ფასიანი ქაღალდებიდან, გარდა აქციებისა) ფაქტიურად მიღებული იქნა – 378 381.9 ათასი ლარი; – საგარეო ვალდებულებების ზრდით მიღებული იქნა – 1 080 601.9 ათასი ლარი, რაც გეგმის (1 076 150.0 ათასი ლარი) 100.4%–ია, მათ შორის:
– საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები – 822 450.8 ლარი (რაც გეგმის – 821 150.0 ათასი ლარის 100.2%–ია); მათ შორის:
– ინვესტიციური კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული კრედიტები სულ 465 518.2 ათასი ლარი;
– სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ინვესტიციური პროექტების კრედიტები სულ 356 932.6 ათასი ლარი.
– საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები – 258 151.1 ათასი ლარი, ინვესტიციური კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანგარიშგებაში ასახვისას ამოითიშა კრედიტების და გრანტების თანხები 339 601.1 ათასი ლარის მოცულობით, რომელთა შესაბამისი
ექვივალენტები უცხოურ ვალუტაში ჩაირიცხა ხაზინის სავალუტო ანგარიშზე და პროექტის განმახორციელებლების მიერ ხარჯების გაწევის შესაბამისად, ხდება კონვერტირება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ბიუჯეტის შემოსულობებში მიმართვა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #835 ბრძანებულების შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლებისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მომართვების საფუძველზე, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში სახაზინო სამსახურის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე გატარდა და სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელებში ასახული იქნა, წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული და ადგილზე გახარჯული თანხები, სულ 2 378.4ათასი ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






