დოუცენ კრუსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი მოდელებიდან, რომელსაც იდეალური რეპუტაცია აქვს და მისი სახელი არცერთ სკანდალთან არ არის დაკავშირებული.
დოუცენ კრუსი 1985 წლის 23 იანვარს , ნიდერლანდების ქალაქ ოსტერმერში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი საკუთარი ფოტოები ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა, რომელსაც გოგონას სილამაზე უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
მისი სიმაღლეა 178 სმ, პარამეტრები - 87-61-87.
მიუხედავად იდეალური სტანდარტებისა, დოუცენს მოდის ინდუსტრიაში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა მოუწია. ის გახდა პირველი ცნობილ მოდელებს შორის, რომელიც Victoria’s Secret -ში აგენტის გარეშე მოხვდა. დოუცენმა თავად გაგზავნა ფოტოები სააგენტოში, თუმცა მისი სილამაზე არაპროფესიონალურ ფოტოებითაც აღიქვეს.
2005 წელს დოუცენ კრუსი „ვოგის“ საიტზე საუკეთესო მოდელად დაასახელეს.
2006 წელს კონტრაქტი გააფორმა უდიდეს კოსმეტიკურ კომპანია L’Oreal Paris -სთან და დღემდე თანამშრომლობს.
დოუცენ კრუსს დაუმშვენებია Time, Vogue, Harper's Bazaar, Numéro, Seventeen, ELLE, Marie Claire, Glamour -ისა და სხვა მოდური ჟურნალების ყდები. მონაწილეობდა შემდეგი ბრენდების სარეკლამო კომპანიებში Calvin Klein, Dolce & Gabbana, Escada, GAP, Gianfranco Ferré, Gucci, Guerlain, H&M, HUGO by Hugo Boss, L'Oréal, Mexx, Schwarzkopf, Tommy Hilfiger denim, Valentino, Versace и Neiman Marcus. იყო Victoria’s Secret-ის ანგელოზი.
მთლიანობაში დოუცენის ანგარიშზეა 40 -ზე მედი ვოგის ყდა, 100 -ზე მეტი მაღალი მოდის ჩვენება. 50 -ზე მეტი ბრენდის სარეკლამო კამპანია.
მოდელობით მიღებული წლიური შემოსავალი დაახლოებით 7 მილიონ დოლარს შეადგენს. მოდელი აქტიურად არის ჩართული საქველმოქედო საქმიანობაში.
დოუცენ კრუსმა 2010 წელს იქორწინა დიჯეი სანერი ჯეიმსე და დღემდე ქორწინებში იმყოფება. მათ ორი შვილი ჰყავთ : 5 წლის ბიჭი და 2 წლის გოგონა.
























მასალის გამოყენების პირობები






