გულა, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში, პაკისტანში, საკუთარ სახლში, დააკავეს, ამჟამად ავღანეთში იმყოფება. დაკავების მიზეზად, ქვეყანაში არალეგალად ცხოვრება და ყალბი საბუთები დასახელდა, დაკავებისას მას პაკისტანური და ავღანური პასპორტები აღმოაჩნდა,რის გამოც 15 დღე ციხეში გაატარა.


მას 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ სხვაგვარი განაჩენი გამოიტანა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შარბათ გულას გათავისუფლებას სოციალურ ქსელებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ითხოვდნენ, პაკისტანის ხელისუფლებამ განცხადებით მიმართა ფოტოგრაფმა მაკკარიმაც.

შარბათ გულა ერთ-ერთი ავღანელი აღმოჩნდა, რომელმაც ნაომარ ქვეყანაში დაბრუნებას პაკისტანში დარჩენა ამჯობინა. როგორც გაირკვა სამართალდამცავები მას 2 წელის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც ბიბისთან ინტერვიუში აცხადებს, საკუთარი პოპულარულობის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ მისმა ძმამ ჟურნალის გარეკანზე ფოტო არ აჩვენა.
„ეს მე ვარ, ვთქვი მაშინ, თუმცა პოპულარულობამ უბედურება უფრო მომიტანა, ვიდრე ბედნიერება. რადგან სწორედ ფოტოს საშუალებით მიპოვა პოლიციამ და 15 დღე ციხეში გავატარე“ - ამბობს გულა.
პატიმრობის 15 დღე სასჯელაღსრულების საავადმყოფოში გაატარა, სადაც ჰეპატიტს მკურნალობდა.
მისი თქმით, მიუხედავად მომხდარისა, პაკისტანის ხელისუფლებამ ქვეყანაში დარჩენა შესთავაზა.
„მაგრამ მე ვუთხარი, რომ სამშობლოში დავბრუნდებოდი. 35 წლის განმავლობაში თქვენ ნება დამრთეთ აქ დავრჩენილიყავი , თუმცა ბოლოს მოხდა ის , რაც მოხდა. ეს საკმარისია“ - ამბობს გულა.
„უბრალოდ მინდა, რომ ზოგჯერ პეშავარში ჩასვლის უფლება მომცენ, ჩემინ ქმრისა და შვილის საფლავის მოსანახულებლად. ოროვე ჩვენი სახლის ეზოშია დაკრძალული“ – დასძენს შარბათი.
მისი თქმით, მეუღლე და უფროსი ქალიშვილი ჰეპატიტისგან გარდაიცვალნენ. გოგონას 2 წლის შვილი დარჩა.
შარბათი ახლა 44 წლის არის. 35 წლის შემდეგ ის სამშობლოში, ავღანეთში დაბრუნდა, სადაც დახვდნენ, როგორც გმირს. შარბათ გულა ავღანეთის პრეზიდენტმაც მიიღო და მას სახლის გასაღები გადასცა. მოგვიანებით ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც შეხვდა.

„ისინი ძალიან თბილად, პატივისცემით შემხვდნენ. მათი ძალიან მადლიერი ვარ“ - განაცხადა შარბათმა.
მისი თქმით, მშობლიურ სოფელში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არიდ დაკავებული.
„მთელი ცხოვრება სირთულეეებთან ბრძოლაში გავატარე, ახლა უბრალოდ მშვიდი ცხოვრება მინდა ჩემს ქვეყანაში, მინდა ბავშებმა ღირსეული განათლება მიიღონ და ბედნიერები იყვნენ“ - ამბობს ის.
დღეს შარბათ გულა ქაბულში ცხოვრობს 4 შვილთან და შვილიშვილთან ერთად. მისი თქმით, სურს საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთოს და ბავშვებს დაეხმაროს.
შარბათ გულამ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1985 წელს ფოტოგრაფმა სტივ მაკკარიმ მისი ფოტო National Geographic-ის ყდაზე დაბეჭდა.

1984 წელს, ომის თემაზე მუშაობისას, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში, ბრიტნელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ 12 წლის გოგონა, გულა გადაიღო და ფოტოს “ავღანელი გოგონა” უწოდა. გოგონას ფოტო მალევე შერაცხეს „ავღანელ მონა ლიზად.“
17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა გულა მოეძებნა. შარბათ გულას ავღანურ ტომში მიაკვლია და ქმრის ნებართვით ფოტო ისევ გადაუღო.
"ავღანელი გოგონას" ფოტო National Geographic-ის ისტორიაში, ყველაზე წარმატებულ ფოტოდ ითვლება
მასალის გამოყენების პირობები






