პაშა ბანკი ჰაკათონი Smart City-ის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:53, 23 Jan, 2017     751

28-29 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში იმართება ჰაკათონი Smart City, რომლის ფარგლებშიც მონაწილე სტუდენტური გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინოვაციური გზებით ჩვენი დედაქალაქის პრობლემის გადაჭრაში - იქნება ეს პარკირების, ეკოლოგიის, რიგების თუ სხვა საკითხები.

გუნდების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება: რამდენად შეიძლება აღნიშნული ინოვაციის გამოყენება რეალობაში და რამდენად ორიგინალურია გადაწყვეტილება.

მწვანე პროექტის შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს პაშა ბანკი გადასცემს ფულად პრიზს. 2016 წლის ბოლოს, ბანკმა განაცხადა, რომ წელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მწვანე პროექტებში აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნული აქტივობების საწყისი იყო პარტნიორების სახელზე 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად დაზიანებული ტყის სარეაბილიტაციოდ.

„ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დავაფიქროთ ეკოლოგიურ საკითხებზე და სწორედ მათგან მოვისმინოთ ინიციატივები, თუ როგორ წარმოუდგენიათ გარემოს უკეთ და უფრო ეფექტიანად მოვლა. აღნიშნული ჰაკათონი რეალურად თავს მოუყრის იმ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება. წელს ჩვენ არაერთ მწვანე პროექტში ვაპირებთ ჩართვას და აღნიშნული შეჯიბრის სპონსორობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ფორმით ხელი შევუწყოთ რომელიმე იდეის განხორციელებასაც“, განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

ჰაკათონი ტარდება “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” გრანტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორია “კავკასიის უნივერსიტეტში” არსებული სტარტაპ აქსელერატორი “C10”. ღონისძიების თანაორგანიზატორია სტარტაპ აქსელერატორების მენეჯმენტ კომპანია “ბლენდერი”. ჰაკათონის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია პაშა ბანკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42