დიმიტრი შაშკინი: გაჩერებული უნივერსიტეტი
ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება კომუნისტურ და დიქტატორულ ქვეყნებს, სადაც ადამიანის შრომა არაფერი ღირს, კულტივირებულია იძულების წესით და ამ ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ ძალადობის პირობებში იარსებონ. სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნები სხვადასხვაგვარად ცდილობენ უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ ყველა ამ პრობლემის გადაჭრის მთავარ მექანიზმად განათლების სისტემის განვითარებას მიიჩნევს.
საქართველოში უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით განათლების კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც აქვს სტაბილური შემოსავალი, თავს მაინც უმუშევრად მიიჩნევს. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარდა დიდი მეცნიერული კვლევა, რომლის მიზანიც ამ საკითხის შესწავლა იყო. გაირკვა, რომ სტაბილური შემოსავლის ქონა, ჩვენთან არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე თავს უმუშევრად არ გრძნობდეს. კვლევამ გამიჯნა ტერმინები - "უმუშევარი" და "დასაქმებული". კერძოდ, მოქალაქეების აზრით, ისინი არ იქნებიან უმუშევრები თუ იმუშავებენ პროფესიის მიხედვით, რომელიც უმაღლესში მიიღეს, ექნებათ სტაბილური, ნორმირებული სამუშაო დრო და სოციალური გარანტიები. სხვა შემთხვევაში, მოქალაქეები თავს დროებით დასაქმებულად მიიჩნევენ.
როგორც ხედავთ, ამ პრობლემის მთავარ კომპონენტს პროფესიის მიხედვით მუშაობა წარმოადგენს. ეს უმუშევრობის პრობლემის დაძლევას კიდევ უფრო ართულებს, რადგან სამუშაო ბაზარზე სამუშაოს აქტიურად ეძებენ ისინი, ვინც უმაღლესი 90-იან წლებში დაამთავრეს, როცა ნებისმიერ უნივერსიტეტს ნებისმიერ სოფელში ხსნიდნენ.
სიტუაციას ართულებს ცრუ სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით არსებობს. უმრავლესობას ექიმობა, იურისტობა და ეკონომისტობა სურს. ამ სიტუაციის შეცვლა ჩვენ 2010 წელს დავიწყეთ, როდესაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების წახალისება დაიწყო. 2011 წელს პირველად დაფიქსირდა კონკურსი ფიზიკის ფაკულტეტზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან. ამის გვირგვინი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო. ამ უნივერსიტეტის გახსნა მოგვცემდა შესაძლებლობას, საქართველოში ეარსება ე.წ. ჩენტერ ოფ Eხცელლენცე-ს ტექნოლოგიურ დარგებში, როგორც მაგალითად, სეულში. ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული უნივერსიტეტი, ამერიკული პროგრამებით და ამერიკული დაფინანსებით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Mჩჩ) დაფინანსებით ეს შესაძლებელი გახდა. ამერიკელების დარწმუნება, რომ 40 მილიონი დოლარი ამ პროექტზე მიემართათ, ძალიან რთული იყო. ამ პროცესში პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრ გილაურს ძალიან ხისტი პოზიციის დაჭერა მოუხდათ, რადგან ამერიკული მხარე ფეხს ითრევდა ამხელა ინვესტიციის გაკეთებისას. ჩემი აზრით, რომ არა პრეზიდენტისა და პრემიერის პრინციპული პოზიცია, ეს პროექტი არ დაიწყებოდა.
2012 წლის სექტემბერში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი შენობა მზად იყო და ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ტენდერმა გამოავლინა გამარჯვებული კონსორციუმი, რომელიც 2013 წელს უკვე გახსნიდა ამერიკულ უნივერსიტეტს და მიიღებდა პირველ სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებისთვის ეს უფასო იქნებოდა, რადგან მათ სწავლას ფონდი დააფინანსებდა.
რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს უნივერსიტეტი?
1. ეს იქნებოდა ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც გასცემდა ამერიკულ დიპლომს საქართველოში.
2. ამ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავდნენ საუკეთესო ამერიკელი და ქართველი პროფესორები.
3. ამერიკელები დებდნენ 20 მილიონ დოლარს ლაბორატორიების შესაქმნელად, რომელიც რეგიონში საუკეთესო იქნებოდა.
4. ეს უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისთვის ხარისხის ახალ სტანდარტს დააწესებდა.
5. უნივერსიტეტი მოიზიდავდა ბევრ სტუდენტს რეგიონიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან. თავად ამერიკელებმა დააფინანსეს და ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდებოდა განათლების ცენტრი მთელი რეგიონისთვის.
6. უნივერსიტეტი გააცოცხლებდა ბათუმს ზამთრის პერიოდში.
7. ათასობით ადამიანი დასაქმდებოდა მის სტრუქტურებში.
8. ბევრი ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესწავლა საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში, მიიღებდა მსოფლიო დონის განათლებას.
9. ამ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნებოდა სტრუქტურა ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
10. ეს იქნებოდა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმული ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გაჩერდა. უნივერსიტეტის უნიკალურ შენობაში ბიუროკრატები დასხდებიან, 40 მილიონი კი ქართულ უნივერსიტეტებს შორის გადანაწილდება. ამ თანხის 80 პროცენტი დაიხარჯება ახალი კურიკულუმების წერასა და ექსპერტების ჰონორარებში და საბოლოოდ მივიღებთ ერთ კახურ ანეკდოტს: "გლეხთან გაჩერდება მანქანა. იქიდან გადმოვა უცხოელი და გლეხს ეტყვის: გინდა გითხრა, რამდენი ბატკანი გყავს? სანამ გლეხი უპასუხებს, უცხოელი ამოიღებს კომპიუტერს, რაღაცეებს დათვლის და გლეხს ეტყვის, რომ მას 57 ბატკანი ყავს და ამ ინფორმაციისთვის ერთი ბატკანი ეკუთვნის და მოკიდებს ხელს. გლეხი კითხავს უცხოელს: უკაცრავად, თქვენ საერთაშორისო ექსპერტი ხომ არ ბრძანდებით? როგორ გაიგე? - კითხავს უცხოელი. იმიტომ, რომ თქვენ მითხარით ინფორმაცია, რომელიც მე ისედაც ვიცოდი, რომელიც მე არ მჭირდებოდა და საერთოდ, ხელი გაუშვი ჩემს ძაღლს."
ჩვენ არ გვჭირდება კურიკულუმებზე დახარჯული მილიონები, რადგან არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ამ სასწავლო პროგრამებით ასწავლიან. ბატონმა დვალმა დაწერა განათლების განვითარების სტრატეგია. იქ უმაღლესი განათლების ასპექტი არის ჩენტერ ოფ Eხცელლენცე-ის შექმნა, ანუ იგივეს იმეორებს დვალი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და რაც ახლა გაჩერდა. ამერიკული უნივერსიტეტის გარდა, გაუქმდა მეორე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტები იღებდნენ 1 მილიონიან გრანტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, რომ საზღვარგარეთიდან საუკეთესო პროფესორები ჩამოეყვანათ.
ბათუმის ამერიკული უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, შეიძლება წლების განმავლობაში ჩვენი აუსრულებელი ოცნებების სიმბოლო გახდეს.
დიმიტრი შაშკინი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






