"დასავლეთი ყოველთვის იმსახურებდა ნდობას? არასდროს შეგვიყვანია შეცდომაში რუსეთი ლიბიის, კოსოვოს, ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებზე? რუსეთს პასუხისმგებლობები აკისრია, თუმცა არა მხოლოდ მას. შეგახსენებთ, მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება სურდათ“ - განცხადა ფიიონმა.
მისი თქმით, „უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა და საქართველო არ განეკუთვნებიან ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებელ ქვეყნებს."
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული.
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები გაზაფხულზე ორ ეტაპად 23 აპრილსა და 7 მაისს ჩატარდება. აქამდე გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მეორე ტურში გავლენ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.
მასალის გამოყენების პირობები






