როგორც გამოძიებით დადგინდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული ლერი წივილაშვილმა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, შენობის ასაშენებლად შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 5 000 აშშ დოლარი აიღო.
მათივე ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე, ასევე დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი და თვითმმართველი ერთეულის სოფელ კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. დაკავებულებმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს კუთვნილი 300 ჰა მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 000 ლარი აიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






