„მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო. მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ, დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოიმოქმედებს და გააკეთებს , ზიანს მოუტანს ყველას“- აღნიშნულია მეუფე სერაფიმეს წერილში.
მეუფე სერაფიმეს მხარდაჭერა გამოუცხადა სოფელ ქანდას ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემაც:
„ჩვენ ასურელები ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მეუფე დიდი სიყვარულით ჩააბარეთ ამ ადამიანს ეპარქია ჩვენ გვიყვარს ეს ადამიანი იგი ერთ ერთია ვინც ასურელებს ხელი გაუწოდა გაჭირვების ჟამს პირველი მღვდელმთავარია რომელიც ჩამოვიდა და მოინახულა ჩვენი პატარა ერი და თანადგომით გამოირჩევოდა. ეხლა კი ვიღაც უნამუსო მღდლების გამო და ვიღაც მონაზონ ქეთევანის ცილისწამების გამო დააწერინეს და უარი ათქმევინეს ახალ ჩაბარებულ ეპარქიაზე რა ხდება ხალხნო ამიხსენით თუ არ სურთ მათ მეუფის მიღება ჩვენ ასურელები ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მეუფე და მასთან ერთად ვადიდოდ ღმერთი“- წერს მამა სერაფიმე ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუამ) ეპარქია 2016 წლის აპრილში დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით ბოლო დრომდე იმყოფებოდა ათონის მთაზე. შემდეგ ის გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია კი ეპისკოპოსმა ლაზარე (სამადბეგიშვილი) ჩაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები