როგორც არასამთავრობოში აცხადებენ, დღეს 15:00 საათზე სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი ფსევდო-ლიბერალები მთავარი პროკურატურის შენობის წინ აქციის ჩატარებას გეგმავენ.
"დღესვე 14:00 საათზე, ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანზიაცია "ეროვნული ფრონტი" ატარებს აქციას(მთავარ პროკურატურასთან) მოთხოვნით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!!!"
"ეროვნული ფრონტი" თვლის, რომ 17 მაისს ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქცია ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და შეიცავდა ქართულ საზოგადოებაში მისთვის მიუღებელი ფასეულობების და ღირებულებების ძალადობრივად თავსმოხვევის მცდელობას. სწორედ, ამგვარმა მცდელობამ განაპირობა საზოგადოების მწვავე რეაქცია და გამოიწვია მოვლენების სტიქიური განვითარება. ამავე დროს, გლობალისტური ეკონომიკური კლანების გრანტებით ნასაზრდოები ფსევდო-ლიბერალური ფრთა ცდილობს 17 მაისის მოვლენები გადააბრალოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სასულიერო პირებს, რაც ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაზე იდეოლოგიური ძალადობის ელემენტებს შეიცავს. 17 მაისს ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტ ღირებულებების პროპაგანდის წინააღმდეგ. ამ დღეს გამოვიდა ერიც და ბერიც. სასულიერო პირებმა კი უდიდესი როლი ითამაშეს იმაში, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხის რისხვა ტრაგიკული შედეგებით არ დასრულებულიყო და ვითარება საყოველთაო ქაოსში არ გადაზრდილიყო. ამიტომ, ხელოვნური და ყოვლად უსაფუძვლოა ფსევდო-ლიბერალთა მცდელობები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დააკისრონ ქართულ ეკლესიას. პირიქით, სწორედ ორგანიზაცია "იდენტობის" და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და გამომწვევმა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა უბიძგა ქართულ საზოგადოებას რადიკალური ნაბიჯებისკენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ქართველმა ერმა და საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვეს მამა-პაპათა ტრადიციული ფასეულობები და მორალურ-ზნეობრივი იდეალები და ეს მოხდებოდა და კვლავაც მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მსგავს პროცესებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სასულიერო პირები",- აცხადებენ ორგანოზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






