„ჩვენ, შეერთებული შტატების მოქალაქეები, ამჟამად შევუერთდით დიდ ეროვნულ მცდელობას თავიდან ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მივდევთ აღსრულებას ჩვენი ხალხის ნება-სურვილისა, დღეისათვის ამერიკა მსოფლიო კურსს გავუძღვებით, რომელსაც დიდიხანია ველოდით, ჩვენ ვდგევართ გამოწვევის წინაშე, ყოველ წელს ვდგამდით ნაბიჯებს რათა მშვიდობიანი გარდაქმნის გზას დავდგომოდით, მადლობელი ვართ პრეზიდენტ ობამასი და პირველი ლედის, მიშელ ობამასი, რომლებმაც მოამზადეს ეს გარდამავლი მომენტი, ისინი შესანიშნავნი იყვნენ.
დღევანდელი ცერემონია არის ძალზედ თავისებური მისი მნიშვნელობით, რადგანაც დღესდღეობით ჩვენ ხელიდან ხელში კი არ გადავცემთ ხელისუფლებას ერთი პარტიიდან მეორეს, ჩვენ ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის პოლიტიკური ცენტრიდან ხელისუფლებას ხალხს ვუბრუნებთ.
დიდი ხანია მცირე ჯგუფი ჩვენი მმართველობისა, სარგებლობდა ხელისუფლებით, როდესაც ამის საფასურს ხალხი იხდიდა, ვაშინგტონი ყვაოდა, მაგრამ ხალხს არ ჰქონდა ამის წილი. პოლიტიკოსები ყვაოდნენ, მაგრამ სად იყო სამუშაო? ისტაბლიშმენტი საკუთარ თავს იცავდა, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათი გამარჯვება არ იყო ჩვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ იყო ჩვენი ტრიუმფი, როდესაც ისინი კაპიტოლიმში ზეიმობდნენ, თქვენ თქვენი ოჯახისთვის იბრძოდით, ეს წუთები თქვენი წუთებია, ეს მომენტი თქვენ გეკუთვნით, იგი ეკუთვნის ყველას ვინც აქ მოიყარა თავი, ეს თქვენი დღეა, ეს თქვენი ზეიმია, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა. რაც კი არის ჭეშმარიტება, ის არ არის მთავარი მთავრობას რომელი პარტია აკონტროლებს, მთავარია აკონტროლებს თუ არა მთავრობას ხალხი, 20 იანვარი 2017 წლისა დამახსოვრებული იქნება როგორც მომენტი, როდესაც ხალხი მოვიდა ქვეყნის სახელმწიფოში, ჩვენი ქვეყნის ქალები და მამაკაცები აღარ მიეცემიან დავიწყებას. დღეს ყველა გისმენთ, ათეულობით მილიონი გახდება ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ამ მოძრაობაში გადამწყვეტია რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო ემსახურება მოქალაქეებს, ეს არის სამართლიანი და გააზრებული მოთხოვნა მართალი ხალხისა, მართალი საზოგადოებისა. დახურული წარმოება, განათლების სისტემა წალეკილია ნაღდი ფულის წყალობით, განგსტერები, ნარკოტიკები, მკვლელობა, რომელმაც სიცოცხლე წაართვა ჩვენს ქვეყანას, ეს ჟლეტა ამერიკისა შეწყდება ამ წუთიდან. ჩვენ ერთი ერი ვართ, მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, მათი ოცნება ჩვენი ოცნებაა, ჩვენ ერთი გულით და საბოლოო მიზნით ვიქნებით განმსჭვალულები, ეს არის ამერიკელთა ლეგიონის წინაშე დადებული ფიცი. ჩვენ ამერიკელების წყალობით ვაბანდებდით ფულს უცხოეთში, ჩვენი სამხედროები ძალზედ საბრალო მდგომარეობაში იყვნენ უცხოეთში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ, ტრილიონები იხარჯებოდა, ჩვენ სხვა ქვეყნები გავამდიდრეთ, ჩვენი სიმდიდრე და რწმენა ჰორიზონტს მიღმა გაიბნა. საშუალო კლასი ნამდვილად გაიფანტა მთელს მსოფლიოში, შეიძლება ითქვას გამოასახლეს მათი სახლებიდან, ეს წარსულია, დღეს მხოლოდ მომავალს შევყურებთ.
ჩვენ თავი მოვიყარეთ იმისათვის, რომ გამოვცეთ ახალი კანონი, რომელსაც ყველგან გაიგებენ, ეს დღე იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჩვენს ქვეყანას ახალი ხედვა მართავს, ამერიკა უპირველს ყოვლისა! ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკელ მშრომელებს, ამერიკელ ოჯახებს მიეძღვნება. პოტენციონიზმი ძლიერებისა და აყვავებისკენ გაგვიძღვება, თქვენთან ერთად მე ვიბრძოლებ მთელი ჩემი ძალისხმევით და არასდროს შეგაქცევთ ზურგს. ამერიკა გამარჯვებას მოემსახურება, ჩვენ დავიბრუნებთ სამუშაო ადგილებს, ჩვენს სიმდიდრეს, აღვადგენთ საზღვრებს და დავიბრუნებთ ჩვენს ნატვრას. ავაშენებთ ახალ გზებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს ჩვენი შესანიშნავი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს მოსახლეობას ავაყვავებთ, გავყვებით ორ მარტივ წესს - შეიძინოს ამერიკელმა, დაიქირავოს ამერიკელი, გავყვებით კეთილმეზობლობას სხვა ქვეყნებთან, მაგრამ იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყველა ერს საკუთარი ინტერესის განხორციელება შეეძლება. ჩვენ განვამტკიცებთ ყველა კავშირს და რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს შევებრძოლებით, შევეცდებით ამოვძირკვოთ იგი.
ჩვენ ლეგიონები ვართ. პატრიოტიზმზე ლაპარაკისას არ იქნება პატარა საშუალება თუნდაც ეჭვისა. ყბედობის დრო დასრულდა, მოვიდა მოქმედების დრო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






