"გახსოვდეთ, ამერიკა ერთი ადამიანის პროექტი არ არის" - ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი წერილი ამერიკელებს
მსოფლიო - 14:19, 20 Jan, 2017     2116

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც პრეზიდენტობას რამდენიმე საათში დაასრულებს, აშშ-ის მოქალაქეებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.

წერილი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წერილის დასაწყისში რედაქტორი აღნიშნავს, რომ წერილი ბარაკ ობამამ თეთრ სახლის ადმინისტრაციას, დილით, იმეილით გაუგზავნა.


„ჩემო მეგობარო ამერიკელები“ - ასე მიმართა ბარაკ ობამამ ამერიკელებს და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მას 44-ე პრეზიდენტად ყოფნის საშუალება მისცეს.

„ყველაფერი, რაც თანამდებობაზე ყოფნისას ვისწავლე, ვისწავლე თქვენგან. თქვენი წყალობით მე გავხდი უკეთესი პრეზიდენტი, უკეთესი ადამიანი“ - წერს ობამა.

მისი თქმით, გასული 8 წლის განმავლობაში , ამერიკელი ხალხი მისთვის სიკეთის, იმედის, ძალისხმევის წყარო იყო. ბარაკ ობამა წერილში იმ სასიხარულო და სამწუხარო მოვლენებზე საუბრობს ,რომელიც ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად განიცადა.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი წერილში 8 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს, როგორიცაა მიღწევები მედიცინისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მიგრანტების დახმარება.

პრეზიდენტი მისი მემკვიდრისთვის წერილის დატოვების ტრადიასაც ახსენებს,

„ამ წერილის მიზანია იმის გაზიარება, რაც ჩვენ ვიცით, რაც ვისწავლეთ, იმ პატარა სიბრძნის, რომელიც დაეხმარება ჩვენს მემკვიდრეს გაუმკლავდეს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა, ასევე თავისუფალ სამყაროში ლიდერობა ჰქვია“ - წერს ბარაკ ობამა.

ბარაკ ობამა ამერიკელებს მოუწოდებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, იყვნენ პატიოსანი მოქალაქეები.

„მე თქვენთან ვიქნები გზის ნებისმიერ მონაკვეთში.

და როდესაც მოგეჩვენებათ, რომ პროგრესი შენელდა, გახსოვდეთ: ამერიკა - ეს ერთი ადამიანის პროექტი არ არის. არსებობს ერთი, ყველაზე ძლიერი სიტყვა ჩვენს დემოკრატიაში: სიტყვა „ჩვენ.“ ჩვენ - ხალხი. ჩვენ გადავლახავთ ყველაფერს.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია."

შეგახსენებთ, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა დღეს ეწურება. დონალდ ტრამპის იაუგურაციის შემდეგ ობამები თეთრ სახლს დატოვებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42