ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, საავტორო შოუს მფლობელი ელენ დეჯენერისი ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს დაემშვიდობა. მიმართვაში ელენმა ობამას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მის ქორწინებას ლეგალური ჰქვია და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ობამას დამსახურებაა.
ბარაკ და მიშელ ობამები „ელენის შოუში“ რამდენიმეჯერ სტუმრობდნენ, სწორედ წარსული კადრების კრებულით დაემშვიდობა ელენი ობამებს, ვიდეო კი საკმაოდ პოზიტიური გახლავთ:
“დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ბარაკ ობამა გახლავთ ჩვენი პრეზიდენტი, პერსონალურად მსურს მადლობა გადავუხადო მას ჩემი ცხოვრების შეცვლისთვის, მე ვარ დაქორწინებული ქალი, მისი დამსახურებით და ასევეა ჩემი ცოლიც. მე მიყვარდა იგი, მიყვარდა მიშელი, გასულ 8 წელიწადში მოხდა იმდენი კარგი რამ, რაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






