მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, გუშინ, TODAY-ს ერთ-ერთ გადაცემაში მეტ დეიმონმა დაადასტურა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ამალის ორსულობის შესახებ შემოდგომაზე გაიაგო, თუმცა წყვილს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
ამალის ორსულობის შესახებ გამოცმა In Touch-ი წყვილთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა. ინსაიდერის ცნობით, ვარსკვლავები გოგოსა და ბიჭის მშობლები გახდებიან.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კი ამალ კლუნი თავისუფალ კაბაში გამოჩნდა, თუმა ფოტოგრაფებმა მოზრდილი მუცლის დაფიქსირება მაინც მოახერხეს.
ჯორჯ კლუნის ოჯახის წარმომადგენელი კომენტარს პუბლიკაციაზე არ აკეთებს. მედიის ცნობით, წყვილი ტყუპებს ივნისში ელოდება.
ორგზის ოსკაროსანი მსახიობი , 55 წლის ჯორჯ კლუნი და მისი იურისტი მეუღლე 39 წლის ამალი, 2014 წელს დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებოდნენ.



მასალის გამოყენების პირობები






