შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პროკურატურას გამოძიების ობიექტურად ჩატარებისკენ მოუწოდებენ:
"დღეს დაგვიკავშირდნენ ჩევენს კუთვნილ მობილურებზე მთავარი პროკურატურიდან და დაგვიბარეს 2011 წლის ოქტომბრის თვეში, თამაზ თამაზაშვილის დაკავების თემასთან დაკავშირებით.
პროკურატურაში ასვლის შემდეგ, სამართლებრივი კუთხით აღმოვჩნდით ძალიან სასაცილო სიტუაციაში, ვინაიდან იქ მყოფმა პროკურორებმა წამოგვიყენეს კონკრეტული ულტიმატუმი. კერძოდ კი: თუ 24 საათის განმავლობაში დაბარებულ პირთაგან თითოეული საკუთარ თავზე არ აიღებეს ჩედენილ დანაშაულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაგვაკავებენ.
ჩვენ შეკითხვაზე, თუ რისთის და რა დანაშაულისთვის აპირებს პროკურატურა ჩვენს დაკავებას, პასუხი მივიღეთ კონკრეტული: მთავარია იყოს პიროვნება და გამოიძებნობა რაიმე თანამდებობრივი დანაშაული.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეს პროკურატურაში მასიურად იყო დაბარებული ყველა ის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა შსს ამჟამინდელი მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
აღნიშნული მეტყველებს პროკურატურის უსუსურობაზე, პროკურატურა გვთხოვს დავიბრალოთ ის დანაშაული რაც ჩვენ რეალურად არ ჩაგვიდენია და სისხლის სამართლის საქმის გახსნის მიზნით მიმართავს არაკანონიერ გზებს.
ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენ არაერთხელ ვიყავით დაბარებული პროკურატურაში, თუმცა, მათთვის არასასურველი შედეგის მიღების გამო, დღეს მოხდა ჩვენი მასიურად დაბარება.
მოვუწოდებთ პროკურატურას, როგორც ჩვენი, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პოცესში იხელმძღვანელოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის დაცვა. თავი დაანებოს ბინძური მეთოდებით ე.წ გახმაურებული საქმეების "გახსნას" და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ კვინიკაძე.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






