„მინდა იცოდეს, რომ ცოცხალი ვარ და მასთან საუბარი მინდა. არ ვითხოვ ჩემი შვილის უკან დაბრუნებას, უბრალოდ მინდა, მასთან კონტაქტის და სალაპარაკების საშუალება მქონდეს“ - განაცხადა 31 წლის Mentewab Dawit Lebiso-მ Dailymail-ისთან ინტერვიუში.
ზაჰარა ამჟამად 12 წლის არის.
მისი თქმით, მსახიობისგან მხოლოდ შვილთან შეხვედრას ითხოვს.
„ის ყოველთვის მენატრება, მუდამ მის ხმაზე და სახეზე ვფიქრობ. ვიცი , როდის აქვს დაბადების დღე, თუმცა მასთან ერთად აღნიშვნა არ შემიძლია“ - დასძინა მან.
როგორც ზაჰარას ბიოლოგიური დედა აცხადებს, სამწუხაროა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების ფაქტი, თუმცა ზაჰარაზე „არ ღელავს, რადგან მათ ბავშვები ძალიან უყვართ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს ზიანი არ მიაყენონ.“
2005 წელს,ბრედმა და ანჯელინამ ექვსი თვის ეთიოპიელი გოგონა ზაჰარა,იშვილეს . როგორც გაირკვა გოგონას დედა Mentewab Dawit Lebiso ძალადობის მსხვერპლი გახდა. Dawit-მა მალევე გაიგო,რომ ფეხმძიმეთ იყო თუმცა ეშინოდა ამის გამხელის,რადგან ეთიოპიაში გაუპატიურეება დღემდე ტაბუდადებულ თემად ითვლება.თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა ყველაფერი დედისთვის მოეყოლა.
მისი თქმით, ბავშვის გაჩენის შემდეგ მან მისი გამოკვება ვერ შეძლო და იმის ყურებას თუ როგორ კვდებოდა მისი შვილი შიმშილით ამჯობინა სახლიდან გაქცეულიყო.
Dawit-მა განაცხადა,რომ დედამისი მას თვეების განმავლობაში ეძებდა შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივიდა,რომ ის გარდაიცვალა და გადაწყვიტა ბავშვი გაეშვილებინა. მედია აშუქებდა,რომ შვილი Dawit-ს ძალით გააშვილებინეს და ამის უკან დედამისი იდგა, თუმცა ზაჰარას ბიოლოგიური დედის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ამჟამად განქორწინების პროცესში არიან.
მათი რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)







მასალის გამოყენების პირობები






