ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვახტანგ ყიფშიძე და ზურაბ ჯანჯღავა დააკავა
სამართალი - 18:28, 24 May, 2013     816


ინფორმაიცას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ვახტანგ ყიფშიძის დახმარებით, ორგანიზებულ - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთა - მთიანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა, ლუხუმ კაპანაძემ, მერაბ ყუფუნიამ და შპს "ნიუ ენერჯის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ შაქარიშვილმა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ - საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ დევნილთა, (წეროვანში, ფრეზეთსა და წილკანში) განსახლებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 76 140 000 ლარიდან, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის გზით, 7 551 657 ლარი მიითვისეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი სისტემის, ასპინძა - ახალქალაქის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ხელშეკრულება გააფორმა შპს "ნიუ ენერჯისთან." მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ღირებულება შეადგენდა 10 000 000 ლარს, სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის გზით, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" "ნიუ ენერჯის" გადაურიცხა 17 700 000 ლარი, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა 6 038 847 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42