თავს ვალდებულად ვთვლით,საზოგადოებამ იცოდეს იმ სამუშაოებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ რუსთავის თეატრის ასაღორძინებლად ჩაატარა. მოგახსენებთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა. გამოიყო დაახლოებით მილიონი ლარი იმისთვის, რომ თეატრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო. ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას, თეატრისათვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვეღო. თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული, მზად ვართ, კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასსა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ყველა დაინტერესებულ მხარეს საკითხის განსახილველად ორშაბათს, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეუძლია მობრძანდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავის თეატრის მსახიობები თეატრში პრობლემების შექმნაში ზუმბას, ნიაზ დიასამიძესა და დავით კირკიტაძეს ადანაშაულებენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს მსახიობები პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






