სესხის კალკულაცია - რა შემთხვევაში უნდა დათანხმდეთ საბანკო ვალდებულების გალარებას
პოზიცია - 16:36, 17 Jan, 2017     9324
საქართველოში დღეიდან ლარიზაციის ნებაყოფლობითი პროგრამა ამოქმედდა. მისი გამოყენების უფლება ეძლევათ მოქალაქეებს, რომლებსაც ბანკიდან სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე აქვთ აღებული და წლიური შემოსავალი 100 ათასს არ აღემატება.

მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული პროგრამა მათ, ვინც ხელფასს ლარში იღებს, შეღავათს მისცემს. თუმცა ლარიზაციის პროგრამას ოპოზიციასთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტებიც სკეპტიკურად უყურებენ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას "საზოგადოება და ბანკების გამგეობის" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ გალარების პროგრამა თითოეული სესხის შემთხვევაში ინდივიდუალურია და ადამიანმა გარკვეული პირობების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს უღირს თუ არა ამ პროგრამაში ჩართვა:

გალარების აქცია ეხება დაახლოებით 27 ათას მომხმარებელს, ცალსახად შეფასება, რომ ყველას წაადგება ან არავის გამოადგება არ შეიძლება, პირობები ინდივიდუალურია და თითოეულმა მომხმარებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა სესხის დოლარიდან ლარში გადატანა, დათვალოს მიმდინარე ხარჯები, დათვალოს სესხის ვადა, ასევე რამდენი აქვს დარჩენილი ძირი თანხა, რამდენ პროცენტში აქვს და რა პირობებს შესთავაზებს ბანკი - ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს კარგი დოლარიდან ლარში გადატანა, როგორც მინიმუმ ყველა ამ ნაბიჯით დააზღვევს სავალუტო კუსკს და აირიდებს თავიდან. თუ ვინმე დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამას, ჩვენი ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" უფასო კონსულტაციას სთავაზობს, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ გავუწევთ უფასო კონსულტაციას კონკრეტულად მათ კრედიტთან დაკავშრებით“, - აცხადებს კეპულაძე.

მისივე თქმით, გალარების პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებაზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს:

„გალარების პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური აქცია, მისგან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ეფექტებს არ ველოდები, ეს ლარის კურსს არც გაამყარებს და არც გააუფასურებს, ეს არის სოციალური აქცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სესხი და ბოლო 4 წლის განმავლობაში 10 დოლარი გაძვირდა 10 ლარით, შესაბამისად ყველა ამ ადამიანს მნიშვნელოვნად გაეზარდა ყოველთვიური შესატანი. ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებულს ვერაფერს მოიტანს და არც უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ გალარების აქციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას ეშველება.

საბოლოო ჯამში გათვლილია ისე, რომ თითქოს ის ადამიანები, ვინც გადაიტანენ დოლარიდან ლარში, ისინი თუ ყოველთვიურად არ შეიძენენ იმ რაოდენობის დოლარს, შესაძლებელია ამან ერთგვარად შეამციროს ზეწოლა ლარზე. თანხობრივად და არც რაოდენობრივად არ არის ის რიცხვი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ვალუტის კურსზე“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

შეგახსენებთ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42