საქართველოში დღეიდან ლარიზაციის ნებაყოფლობითი პროგრამა იწყება. მისი გამოყენების უფლება ეძლევათ მოქალაქეებს, რომლებსაც ბანკიდან სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე აქვთ აღებული და წლიური შემოსავალი 100 ათასს არ აღემატება.
საზოგადოება და ბანკების გამგეობის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი და მოხლოდ ეს ლარიზაციის პროგრამის ამოქმედება ეროვნული ვალუტის გამყარებას ვერ გამოიწვევს:
„მთავრობა ფიქრობს, რომ ეს პროცესი ლარის გამყარებას გამოიწვევს, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ მხოლოდ ამან მოახერხოს ლარის გამყარება, შესაძლებელია ოდნავ გაიზარდოს ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რადგან მათზე მოთხოვნა გაიზრდება, რამდენად არის ეს სწორი ეკონომიკური პროცესის ნაწილი, ამას დრო გვაჩვენებს, დედოლარიზაცია არ არის მოკლევადიანი პროცესი,“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






