ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშირიპოვი თურქეთში 2016 წლის იანვარში, არალეგალურად ჩავიდა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის პოლიციამ ღამის კლუბში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქე დააკავა.
მისი დაკავება სტამბოლის პროვინციაში, ესენიურტის რაიონში მოხდა. თურქული მედია წერს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეგობართან იმალებოდა და მაშარიპოვი საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ერაყის ერთი მოქალაქე მამაკაცი და სამი ქალი.
შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს სტამბოლში მდებარე ღამის კლუბ Reina-ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თურქულ მედიაში დაკავებული პირის ფოტოც ვრცელდება, რომელიც მათი მტკიცებით სწორედ აბდულკადირ მაშარიპოვია.
მასალის გამოყენების პირობები






