მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული პროგრამა მათ, ვინც ხელფასს ლარში იღებს, შეღავათს მისცემს. ლარიზაციის პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციასთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტები.
მომხმარებლების ნაწილმა ამ დროისათვის უკვე მიმართა საკუთარ ბანკებს. „თი ბი სი“ ბანკში აცხადებენ, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.
„სერიოზული ზარალი მიადგა ლარის კურსთან დოლარის კურსის გამყარებასთან დაკავშრებით მოსახლეობის ნაწილს, ექნებათ სერიოზული შეღავათები, სუბსიდირება მოხდება იმ განსხვავებისა, რაც წარმოიქმნა დოლარის კურსის გამყარების გამო. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანებს დაეხმარება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია დოლარის მოხმარების შემცირების თვალსაზრისით“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ექსპერტები არ მიიჩნევენ, რომ გალარების პროგრამის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ლარის კურსი.
„ლარში არავინ გასცემს სესხს კურსის გაუთვალისწინებლად, ვერცერთი ბანკი ამას ვერ გაბედავს, წარმოიდგინეთ, გასცეს სესხი და გაუფასურდა ლარი, როცა დაიბრუნებს სესხს მას ღირებულება აღარ ექნება. ამას არც ერთი ბანკი არ გააკეთებს, ლარის მოწყვეტა უცხოურ ვალუტისგან ტექნიკურად შეუძლებელია. ლარიზაცია არის აკრძალვების ჯაჭვი, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს თავისუფალ თანამშრომლობას ადამიანებს შორის“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






