თიბისი ბანკს რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:02, 17 Jan, 2017     8817
დავით ჭყონია, რომლსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს, თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან დაიკავებს.

თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე დავით ჭყონია კომპანია „BlackRock“-ის („BlackRock Solutions Group”) დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც ის კონსულტაციას უწევდა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მარეგულირებლებს საწარმო რისკებთან, საბალანსო უწყისის სტრატეგიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დავით ჭყონია PIMCO-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და კომპანიას კონსულტაციებს უწევდა რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით კი ევროპის საკრედიტო და კაპიტალის ბაზრებზე შესრულებულ ტრანზაქციებში.

უფრო ადრე, დავით ჭყონია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, როგორებიცაა: European Resolution Capital, Goldman Sachs და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დავით ჭყონიამ თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის ხელმძღვანელად დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42