NATO - ს მხარდამჭერთა შესუსტების საგანგაშო ტენდენცია, პრობლემების ხუთეული და პასიური ხელისუფლება - საზოგადოებრივი განწყობა ქვეყანაში
პოზიცია - 20:16, 16 Jan, 2017     1776
საახალწლო, პოლიტიკური არდადეგების შემდეგ, დღეს მოქმედ ხელისუფლებას ისევ დასცხა. მიზეზი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული მორიგი კვლევა გახდა.


გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება, ეს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის წელთაღრიცხვით, ქვეყანაში საწარმოები და ეკონომიკა უნდა გუგუნებდეს.

არ იცვლება პრობლემების ხუთეული: NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც ასახელებს.

რესპოდენტთა 26% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. გამოკითხულთა 66% კი დაუსაქმებელია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა საგარეო კურსზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმეტესობა - 54% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ვექტორი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა საქართველომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 18%-ისთვის ეს მიუღებელია.

რაც შეეხება ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია.

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე მოქალაქეთა პოზიცია, შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციისთვის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ მონაცემი, რომლის მიხედვით, ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი შემცირებულია, ხელისუფლების პრორუსულობით აიხსნება.

თინათინ ბოკუჩავა, „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა საგანგაშო ნიშნულზეა.

„კვლევა ნათლად აჩვენებს სამწუხარო რეალობას, საქართველოს მოსახლეობისთვის უპირველეს პრობლემად, კვლავ უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები რჩება. ამ ფონზე კი ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება, რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, ვთვლი, რომ NDI-ის გამოკითხვის შედეგები, ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის გამოძახილია. კვლევის მიხედვით შემცირებულია, ევროკავშირისა და "ნატოში" გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა მოტივირებული იყო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო და ამ განწყობების ცვლილება მართლაც საგანგაშოა და ამაში დიდი წვლილი აქვს მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ ახალისებს პრორუსულ ჯგუფებს და დევნის ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას, და ებრძვის ყველაზე პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე, დამოუკიდებელ ტელეკომპანიას და მაამებლურ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ, ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი უცხოვდება იმ დასავლური ოჯახისგან, სადაც გაერთიანებისთვის ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის"- განაცხადა"ნიუპოსტთან" კვლევის შედეგების შეფასებისას თინათინ ბოკუჩავამ.

NDI-ის კვლევების იმ შედეგს, რომლის მიხედვითაც შემცირდა ნატო-ს მხარდამჭერთა, ხოლო რუსული ორიენტაციის მხარდამჭერთა რაოდენობაგაიზარდა სერგი კაპანაძეც მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შედეგს უწოდებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აფინანსებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსული მესიჯების პროპაგანდას ახდენენ.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კვლევის შედეგების კომენტირებისას ამბობს: "NDI-ის კვლევები არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა პრობლემებია ქვეყანაში. ხელისუფლება, ყველაფერს აკერთებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყანაში არსებობს".

„ქართული ოცნების“ სახე „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ საგარეო კურსთან დაკავშირებით, NDI-ს ბოლო კვლევის მონაცემეზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. (იხილეთ ვიდეო).

„ნიუპოსტი“ საექსპერტო წრეების აზრითაც დაინტერესდა. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე NATO - ს მხარდამჭერთა შესუსტების ტენდენციის უკან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ხედავს.

"ხელისუფლებამ ვერ განახორციელა შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობისთვის NATO სამხედრო ბლოკთან ასოცირდება და რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული ისინი თვლიან, რომ თუ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, ამით მათი შემოსავალი არ მოიმატებს. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ NATO-ში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტია, რაც თავის მხრივ საფუძველია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ექსპერტმა.

ჩიტაძის განცხადებით, ამის პარალელურად NATO-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას რუსეთი აქტიურად ატარებს.

"რუსული ძალები საუბრობენ იმაზე, რომ რადგან საქართველო ამდენი ხანია ვერ გახდა NATO-ს წევრი, აქედან გამომდინარე ნატოს საქართველო არ სჭირდება. იგივე ხდება ევროკავშირთან მიმართებით. არა და NATO და ევროკავშირი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

რუსეთის პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობს "ბრექსითის" შედეგებიც. ისინი გამუდმებით აპელირებენ, რომ ევროკავშირი იშლება. მოკლედ NDI-ის შედეგები გამოწვეულია არასწორი საინფორმაციო პოლიტიკით. აუცილებელია, ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში აქტიური პროპაგანდის ჩატარება"- დასძინა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ კვლევის შედეგების ამგვარი სურათი კომპლექსურია და როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„ამ არჩევნების შედეგად ვიხილეთ უკიდურესად დასუსტებული დასავლური პოლიტიკური სპექტრი. შესაბამისად არ არის გასაკვირი, თუკი ამომრჩეველმა ნაკლებად გაუწია ანგარიში და ნაკლები ნდობა გამოუცხადა დასავლურ პოლიტიკურ საკითხებს იგივე აისახა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციის კუთხით“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტის თქმით, საგარეო ურთიერთობში ქართული ოცნება პასიურია. "მომლოდინეს პოზაში დგას, პაუზაზეა შეყენებული საქართველო და ელოდება პროცესების განვითარებას".

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" პოლიტიკურ რეიტინგებს 2 დღეში გამოაქვეყნებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42