ეშტონ კეტჩერი და მილა კუნისი
ეშტონი და მილა აქარწყლებენ მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ვარსკვლავების რაციონი მხოლოდ ძვირადღირებული დელიკატესებისგან შედგება. ისინი გემრიელად მიირთმევენ ქუჩაში "ფასტფუდს".

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი
ამ წყვილის შემხედვარე ცხადი ხდება, რომ სულელური ხუმრობები არც ვარსკვლავებისთვის არის უცხო.

ედი რედმეინი და ჰანა ბეგშო
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მომხიბვლელ მსახიობს მისი მეუღლე ჰანა ყველა წვეულებაზე ახლავს. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს წყვილი, წითელ ხალიჩაზე თუ ქუჩაში ბავშვის გასასეირნებლად, ჩანს რომ მათ შორის დიდი სიყვარულია.

კირა ნაიტლი და ჯეიმს რაიტონი
ოფიციალურ ღონისძიებაზეც და ჩვეულებრივ ქუჩაშიც ნათლად ჩანს როგორი ურთიერთობა აქვს წყვილს.

ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი
ბევრისთვის სათაყვანებელი „შერლოკის“ ვარსკვლავი და მისი მეუღლე თეატრის რეჟისორი სოფი ჰანტერი, ყველგან სრულყოფილად გამოიყურებიან.

მეთ დეიმონი და ლუჩიანა ბაროზო
კინომატოგრაფიაში მიღწეული წარმატებების პარალელურად, რომელთა შორის „ოსკარებიცაა“, მეტ დეიმონი ახერხებს, რომ კარგი მეუღლის და მამის როლიც ბრწყინვალედ შეასრულოს.

ჯულიანა მური და ბარტ ფრეინდლიხი
საახალწლო ნივთების ერთად შეძენა - ამ ტრადიციას ვარსკვლავებიც იცავენ.

მასალის გამოყენების პირობები






