როგორც მხატვარმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის დატოვება ბელორუსის გავლით, ავტომობილით მოახერხა, მას შემდეგ რაც, ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტიდან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს, სადაც რამდნიმე საათი დაკითხვაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი გაუშვეს.
პავლენსკი ბელორუსიდან უკრაინაში ჩავიდა, საიდანაც საფრანგეთში გაფრინდა.
პავლენსკი ცნობილია თავისი რეზონანსული აქციებით პოლიტიკის თემაზე.
2013 წელს მან რუსული საზოგადოების პოლიტიკურ ინდეფერენტულობას აქცია მიუძღვნა გაშიშვლდა და წითელ მოედანზე გენიტალიები ქვაფენილზე დაიჭედა. . ამოიკერა პირი და შიშველ ტანზე მავთულხლართებით შემოიხვია. 
2014 წლის თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო აქციაში „თავისუფლება“, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბურავებისგან კედელი აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.
2015 წელს პავლენსკიმ რუსეთის ФСБ-ის კარებს ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც დააკავეს.
2015 წლის ივნისში სასამართლომ , კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის დამნაშავედ ცნო და 500 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






