ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესაძლებლობას ბირთვული შეიარაღებიის შემცირების სანაცვლოდ განიხილავს
მსოფლიო - 11:29, 16 Jan, 2017     3535
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესაძლებლობას ოფიციალური მოსკოვის მიერ ბირთვული შეიარაღებიის შემცირების სანაცვლოდ


ამის შესახებ ტრამპმა ბრიტანული გამოცემა The Times -ისთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები - მოდით ვნახოთ, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან კარგი შეთანხმების მიღწევა. დასაწყისისთვის, ვფიქრობ, რომ ბირთვული შეიარაღება უნდა შემცირდეს და ეს ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გახდეს. რუსეთი ძალიან ზარალდება სანქციებით და ვფიქრობ, შესაძლოა, ისეთი რამ მოხდეს, როთაც ბევრი ადამიანი სარგებელს მიიღებს“ - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა სირიაში რუსეთის პოლიტიკაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებების გამო ქვეყანა მძიმე ჰუმანტარულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის უფრო ენდობა ის - ანგელა მერკელს თუ ვლადიმერ პუტინს, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივეს ენდობა, თუმცა არ იცის ეს ნდობა რამდენ ხანს გაგრძელდება.

ტრამპის კრიტიკა ანგელა მერკელმაც დაიმსახურა, იმ "კატასტროფული შეცდომისთვის, რომელიც მიგრანტების გერმანიაში შეშვებისას დაუშვა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42