"იქ არის კადრები, რომლის მიხედვითაც საქმე აღიძრა მამა ანთიმოზის წინააღმდეგ, პირადად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არ აქვს არავითარი თალიბანური მიდრეკილებები, მაგრამ სანამ მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ, წავიკითხე მისი სინანული, რომელმაც ჩემზე იმოქმედა, ანუ როცა თავისი საკუთარის სახე ნახეს სამღვდელოების წარმომადგენლებმა, შემდეგ ამ ყველაფერმა მათზე იმოქმედა. დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად გვსურს იმის მიღება, რასაც ვებრძვით! ეს ხომ პირიქით არის?!
სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ, გეი აღლუმი კი არა, სუფრაზე რომ დათვრებიან კაცები და კოცნიან ერთმანეთს, ისიც არ მომწონს მე და სხვათაშორის ისიც რუსების შემოტანილია, ჩვენთან რომ პირიქით არის პროპაგანდა.
ჩვენთან იყო მხარზე ამბორი, კაცები ერთმანეთს არ კოცნიდნენ, ეს რუსეთმა შემოიტანა.
ბრეჟნევი, აქ რომ ჩამოდიოდა ხოლმე, კაცი, ქალი, დანდობა არ იცოდა ყველას ტუჩებში კოცნიდა... ეს რუსების შემოტანილია, ეს აგრესია, ეს დევნა...
ეს ხომ ტყუილია, რომ ევროპელები ჩვენგან ითხოვენ, რომ რაღაც საშინელებები უნდა დავიწყოთ და მხოლოდ ამ პირობით მიგვიღებენ იქ.
რა ტრ...ის მიცემას თუ არ დავიწყებთ არ მიგვიღებენ? ეს არის ტყუილი, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუშაობს და რომელმაც მოიტანა შედეგი", - განაცხადა ტურაშვილმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






