BBC ის ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა კამია მობლი, რომელიც ფლორიდაში, ჯეკსონვილის კლინიკიდან დაიკარგა, 18 წლის შემდეგ, სამხრეთ კაროლინაში ცოცხალი იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, გოგონა 1998 წელს გაიტაცეს. ჯეკსონვილის პოლიციის ინფორმაციით, მობლის იდენტიფიცირება დეენემის ტესტით მოხდა.
კამია მობლის გატაცებისთვის, 51 წლის გლორია უილიამსს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
კაია მობლი სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა და დარწმუნებული იყო, რომ დედა უილიამსი იყო.
როგორც გატაცებულის ოჯახის წევრები აცხადებენ 18 წლის წინ მათთან ქალი მივიდა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლად გაეცნო. მან კამიას დედას შანარას უთხრა, რომ მის შვილს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და შესამოწმებლად მიჰყავდა. ქალმა ბავშვი ოთახიდან გაიყვანა და გაუჩინარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურმა ოჯახმა ბავშვის პოვნის შესახებ ინფორმაცია მიიღო და ამით ძალიან იყო აღტაცებული, პოლიციის ოფიცერმა განაცხადა, რომ მსხვერპლი უკვე ზრდასრული ადამიანია და ის თავად გადაწყვეტდა, როგორ დაკავშირებოდა ბიოლოგიურ ოჯახს.

მასალის გამოყენების პირობები






