ნუტელას მოყვარულებისთვის განსაკუთრებით არასასიამოვნი აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პალმის ზეთის შემცველი სხვა პროდუქტების მსგავსად, ნუტელა შესაძლოა კიბოს მაპროვოცირებელი იყოს და სუპერმარკეტებმა გაყიდვიდან ამოიღონ.
ნუტელას მწარმოებელმა კომპანია ფერერომ განაცხადა რომ პალმის ზეთი, რომელსაც ისინი იყენებენ, უსაფრთხოა.
კვლევების თანხმად, პალმის ზეთი კანცეროგენს გამოყოფს 200 გრადუსზე დუღილისას. აღნიშნულ პროდუქტს სწორედ 200 გრადუსზე ადუღებენ დამუშავებისას, რათა ის გათავისუფლდეს სპეციფიური სუნისა და წითელი ფერისგან.
ფერეროს მტკიცებით, ისინი განსხვავებული მეთოდით ამუშავებენ პალმის ზეთს და არ ადუღებენ 200 გრადუსამდე, შესაბამისად მათი მეთოდი გამორიცხავს კანცეროგნების გამოყოფას.
"პალმის ზეთის გარეშე ნუტელას დამზადება, მას გემოსა და არსებულ კონსტინტენციას შეცვლის, შესაბამისად , ეს იქნება სრულიად სხვა პროდუქტი და უკან გადადგმული ნაბიჯი" - განაცხადა ფერეროს წარმომადგენელმა "როიტერსთან" .
იტალიაში უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Cook-მა, გასული წლის მაისში, პამლის ზეთის შემცველ პროდუქტებს ბოიკოტი გამოუცხადა და გაყიდვიდან ამოიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის კვების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (EFSA) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც წერია, რომ 200 გრადუსზე გაცხელების შეთხვევაში, პალმის ზეთი გამოყოფს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
Cook-ს სხვა რამდენიმე საკონდიტრო საწარმომ მიბაძა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინ, გაყიდვიდან ამოღებულ პროდექტებს შორის ნუტელა არ ყოფილა.
პალმის ზეთის გამოყენება დაბალი ფასის გამო აქტიურად ხდება საკვებ ინდუსტრიაში, კოსმეტიკასა და ბიოსაწვავში.
მას ასევე ხშირად იყენებენ რძის პროდუქტების მწარმოებლები და კონდიტერები, შედის უამრავ პროდუქტის შემადგენლობაში, ჩიფსებში, ნაყინში, შოკოლადში, მაიონეზში და ყველასთვის საყვარელ ნუტელაში.
მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთს ბევრი დადებითი თვისება აქვს - იაფია, კარგად ინახება, კარგად იტანს თერმულ დამუშავებას და საკვებს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს, ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ მისი ხანგრძლივი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაძლოა, კიბოს მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






