ბაიდენის ოფისის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაზვერვის ლიდერმა „თავი ვალდებულად ჩათვალა, აღნიშნული ინფორმაცია ბარაკ ობამასთვის გაეცნო, რადგან ისინი ტრამპის ინფორმირებას გეგმავდნენ.“ ბაიდენის თქმითვე, მან 35-გვერდიანი ანგარიში მთლიანად წაიკითხა.
ჯო ბაიდენი პირველი ოფიციალური პირია, ვინც ამ დრომდე დაზვერვასთან ამგვარი საუბარი დაადასტურა.
შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, 6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინჰზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მაიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპრომატებს შორის არის სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ინფორმაციას ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება უწოდა და პრესკონფერენციაზე "სიენენის" ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






